შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.
„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე“, – წერია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. მათი განმარტებით, შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე თეთრი ალმები აღიმართება.