ხარაგაულის მერი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა სოციალური ქსელით.

„ჩემო ძვირფასო ხარაგაულელებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მერის თანამდებობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გტოვებთ თქვენ. მე ვრჩები „ქართული ოცნების” გუნდში, ვაგრძელებ მათთან ერთად მუშაობას და ყოველთვის ვეცდები თქვენთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მე რამდენიმე თვით ადრე მქონდა მიღებული, მაგრამ გუბერნატორის და გუნდის თხოვნით ამ თანამდებობას ვინარჩუნებდი, რადგან ამას კორონავირუსის პანდემის გამო შექმნილი ვითარება ითხოვდა და საჭირო იყო ერთობლივი ძალისხმევა, რაც ვფიქრობ, გამოგვივიდა კოორდინირებული მუშაობით, “- წერს ის. 

როგორც ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით მიმართავს დღეს ხარაგაულის საკრებულოს, მის მოვალეობას კი მოადგილე თეიმურაზ ჩხეიძე შეასრულებს.