კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 ახალი შემოტანილია და ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან.

ამ დროისთვის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 999;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 870;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15;
  • კარანტინის რეჟიმში – 5001;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 31;