„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

საარჩევნო შტაბის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. სხდომას დისტანციურად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.