„ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ორშაბათს დაასახელებს

პუბლიკა

20 ივლისს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.