ივანიშვილთან პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით - ხუნდაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და იმ მაჟორიტარების შეხვედრა დასრულდა, რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.

ხუდანძის თქმით, ისინი „პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდნენ”, თუმცა კონკრეტულად რა შეთანხმებაზეა საუბარი, ამაზე უმრავლესობის ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადებენ.

„შედგა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, ვინც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ითხოვენ 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას. ამ საკითხის გარშემო ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი. საათნახევარი გასტანა შეხვედრამ. პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევთანხმდით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ განხილული უნდა იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით, რა კონკრეტული შეთანხმების შესახებ იყო საუბარი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მაჟორიტარ მერაბ ქვარიას თქმითაც, შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ ექნებათ მსჯელობა ამ საკითხებზე და ამის შემდეგ კი საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ერთიანი პოზიცია.