ახალი შემთხვევების მატება ჰიგიენური ღონისძიებების ჯაჭვის წყვეტასთანაა დაკავშირებული – რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი „პირველ არხთან“ ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის დაცვაც აუცილებელია.

„ბოლო პერიოდში „კოვიდ-19“ ჩვენს ქვეყანაში ელიმინაციის სტადიაზე იდგა. ე.წ. პირველი ტალღა თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე დღეა, წამოვიდა ახალი შემთხვევები. ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა ნორმები. თუ ამ ნორმებს დავიცავთ, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.

ჩვენს კლინიკაში გაიარა თითქმის ყველა მძიმე პაციენტმა. ამ ეტაპზე კლინიკა მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ თუ ეს დასჭირდა ჩვენს სახელმწიფოს, კლინიკა მზად არის, გამართული ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ჩაერთოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები, რაც ვირუსის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული“, – განაცხადა „პირველ არხთან“ ლევან რატიანმა.