სამართალდამცველები 15 წლის გოგოს ნინო ჯარიაშვილს ეძებენ. ის სახლიდან კვირას გავიდა. თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მოზარდის სახლში დღეს სამართალდამცველები მუშაობდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, მათ მოზარდის გაუჩინარებისთანავე მიმართეს პოლიციას.
„კვირას, 19 ივლისს გავიდა სახლიდან. დედამისმა რომ დარეკა ბავშვი დაიკარგაო, ვუთხარი წადი განაცხადი გააკეთე-თქო. ყველა ვისთანაც მეგობრობს, ყველა ოჯახი შემოვიარე. ყველა მეუბნება რომ არ უნახავთ. პოლიცია ყოველ დღეს მირეკავს და გვეუბნება, რომ ბავშვი იძებნება. არ არის ეგეთი ბავშვი, რომ ადგეს და დაიკარგოს. ჩემთან დადებითი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრული, “- ამბობს დაკარგული გოგოს მამა გუგა ჯარიაშვილი „ტელეკომპანია პირველთან“.