კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 2-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი, ერთის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო ერთი კი ე.წ. გაჩიანის კლასტერი.

მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 137;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 922;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16;
  • კარანტინის რეჟიმში – 6 439;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;