წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.