აჭარის მაუწყებელს მარინა ვაშაყმაძეც ტოვებს

პუბლიკა

მედიამენეჯერი მარინა ვაშაყმაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ტოვებს – ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.

მარინა ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტის პოზიციას 2018 წლის მარტიდან იკავებდა. მანამდე ის იყო „რადიო თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი აღარც ზვიად ქორიძე იქნება. წასვლის შესახებ განცხადება მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სახელზე დღეს შევიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე, სტრუქტურაზე  მუშაობდა.