საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი – 79 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. როგორც „პუბლიკას” კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვლილი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან იყო და მას ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა მონაცემები კი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1155;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 929;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 6489;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;