რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების მსვლელობა დაიყო.
ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. პარლამენტთან აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ” უნდა გაიმართოს.
„ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, რომ შეიცვლებოდა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა – პროპორციული სისტემით. ეს დაპირება მანვე, მისივე პარტიის მარიონეტი წევრების გამოყენებით ჩააგდო. პრორუს ოლიგარქს ტოტალური ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის რაიმე ფორმით მაინც შეინარჩუნოს”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.