ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ პრეზენტაცია საკუთარი სახლის ეზოში, ყაზბეგის 6 ნომერში გამართა.
თავის გამოსვლაში ელისაშვილმა განაცხადა, რომ არ ეშინია ურთულესი ბრძოლის და იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში.
„დიახაც, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია „მოქალაქეების“ სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ურთულეს ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ საბურთალოს რაიონში, ალეკო ელისაშვილის გარდა კენჭს იყრის „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკო, „ლელოს“ კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული კანდიდატების ვინაობა მხოლოდ თბილისის 6 ოლქშია ცნობილი. საბურთალო ერთ-ერთია იმ ორი ოლქიდან, რომელზეც განაცხადეს, რომ აპირებენ, საზოგადოებისთვის ცნობილი, არაპოლიტიკური კანდიდატი შეარჩიონ, თუმცა პარტიებს ჯერ არავინ დაუსახელებია.