საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1225-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი და ჯამში, მათი რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 1000-ს შეადგენს. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1225;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1000;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17;
  • კარანტინის რეჟიმში – 7068;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;