ინტერნეტში ბელარუსის ლიდერის სვეტლანა ტიხონოვსკაიას კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის, სავარაუდოდ, დაწერილ ტექსტს კითხულობს და დემონსტრანტებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას და პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ, რათა თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ. მისივე თქმით, მოსახლეობამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვიდეო მისი დაკავების დროს არის გადაღებული (ოპოზიციის 37 წლის ლიდერი ორშაბათს 7 საათის განმავლობაში იყო დაკავებული).
ტიხონოვსკაიას მოკავშირეები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.
Situation gets weirder: In video apparently recorded before she left Belarus, reading from script, Tikhanovskaya calls on Belarusians to accept Lukashenko’s “victory” and stop protesting. We know she was held incommunicado at election commission yday. Seems this happened there. pic.twitter.com/eWb93Vcxap
— Christopher Miller (@ChristopherJM) August 11, 2020
ტიხონოვსკაიამ ბელარუსი დატოვა. Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შვილების გამო მიიღო მას შემდეგ, რაც პროტესტი მეორე ღამესაც გაგრძელდა და ადამიანი დაიღუპა.
„ტიხონოვსკაია ახლა უსაფრთხოდაა და ლიეტუვაში იმყოფება“, – აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. არჩევნების დღეს ბელარუსში დააკავეს ჟურნალისტები, მანამდე კი სვეტლანა ტეხანოვსკაიას საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები. BBC-ის ინფორმაციით, არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ აკვირდებოდა. ოფიციალური მონაცმებით, საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე 3 000-მდე ადამიანია დაკავებული. სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა.