არჩილ თალაკვაძე გურულების სახეა - მაჟორიტარობის კანდიდატი

პუბლიკა

გურიის მოამბის ცნობით, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან, ვასილ ჩიგოგიძემ, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

გამოცემის ინფორმაციით, მან დღეს ოზურგეთის თეატრის მიმდებარე  პარკში გამართულ შეხვედრაზე, მოსახლეობას უთხრა, რომ მათ გვერდში იდგება და ტელეფონს არ გაუთიშავს ხოლმე.

“იმდენი რამე არი გაკეთებული გურიაში, თქვენი სახით ამის არდანახვა შეუძლებელია, აჩიკო თალაკვაძე კიდევ ჩვენი სახეა, გურულების“ – თქვა ვასილ ჩიგოგიძემ შეხვედრაზე.