ხუთი ახალი შემთხვევიდან ორის წყარო ლენჯერია - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ორის ინფექციის წყარო სოფელი ლენჯერია.

„დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა. იყო 1278 და გახდა 1283. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი ათით გაიზარდა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სტაციონარებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია. 17-ის მდგომარეობა – მძიმედ მიმდინარე, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქია.