თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 9 უკავშირდება სვანეთში მოგზაურობას.
„15 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 9 არის მოგზაურობა ამ ეპიდაფექთების ზონაში [სვანეთი]; 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები; ერთი შემოტანილია და სატვირთო მანქანის მძღოლია; ერთ შემთხვევაზე გრძელდება კვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 კრიტიკული პაციენტია. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 19-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი.
covid-19-ის ინფექციით საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.