თბილისში, მდინარე მტკვარში, დედაენის ბაღის მიმდებარედ ნაპოვნია ცხედარი, რომელიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
ინფორმაციას „პუბლიკასთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც ადასტურებენ.
ადგილზე მაშველებთან ერთად მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე მანქანა.