ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში 2 კარავი დაიდგას, შევთავაზოთ ადამიანებს ნებაყოფლობითი ტესტირება - გამყრელიძე

პუბლიკა

ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე ორი ადგილის მოწყობა იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ვფიქრობთ, ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას და შევთავაზოთ ადამიანებს ნებაყოფლობითი ტესტირება, რათა გვქონდეს ინფორმაცია, აჭარის რეგიონში ინფექცია ტრიალებს თუ არა“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საყურადღებოდ რჩება ოთხი რეგიონი, – მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი და გარდაბანი.