საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 4

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 4-ით.

STOPCOV.GE-ზე 22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1394
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1132
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41