თვითმფრინავი, რომლითაც ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს, ბერლინში უკვე ჩაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე ავრცელებს ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში.
Самолёт с Алексеем только что сел в Берлине
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) August 22, 2020
იარმიში მანამდე წერდა, რომ ნავალნის თვითმფრინავის ბერლინში გაფრენა პირველი ნაბიჯი იყო მისი სიცოცხლისა და გამოჯანმრთელებისთვის დაწყებულ ბრძოლაში.
ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.