კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ერთის წყაროს იკვლევენ - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 1 სამედიცინო პერსონალია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, 4 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყაროს დადგენის მიზნით.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 4-ით გაიზარდა და გახდა 1132. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია და არის 81%. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღევანდელი მაჩვენმებლებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი. კვლავ კრიტიკულად რჩება 5 პაციენტი და მძიმე პაციენტი გვყავს 23 და ეს პაციენტები კოვიდცენტრების რეანიმაციისა და ინტესიური თერაპიის განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმეტესად საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე რაოდენობის პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და პაციენტების ძალიან მცირე ნაწილი უსიმპტომოა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 4-ით.

STOPCOV.GE-ზე 22 აგვისტოს დილის განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1394
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1132
  • მათ შორის გარდაცვლილი – 17
  • კარანტინის რეჟიმში – 6903
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41