თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, გამოძიებისგან მიიღეს თანხმობა, რომ გარკვეული პირები ხელახლა დაიკითხებიან. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვებისას განაცხადეს.
„დღეს არაფერზე არ მიმიღია პასუხი. რაღაც-რაღაცები მაინტერესებდა და დავსვი კითხები. მწყემსის დაკითხვა არ მომეწონა მაშინ, ფორმალურად იყო დაკითხული, კითხვები არ მომეწონა და გავაჟღერეთ, რომ ეგ ისევ თავიდან დაიკითხონ ეგ მოწმეები. კიო და შევთანხმდით, რომ მერე დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ. თეთრიწყაროს მოწმეები უნდა დაიკითხონ“, – თქვა მან.
მისივე თქმით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება და შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
„დღეს მოვითხოვე მუხლის გადაკვალიფიცირება და მითხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხს ველოდებით დღის ბოლოს და მაშინ გადაკვალიფიცირდებაო”, – განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.