ფოტო: „აჭარის მაუწყებელი“
ქალაქიდან გასვლას მოქალაქეები ვერ ახერხებენ, რადგან ბათუმი-ქობულეთი დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო მოძრაობა შეფერხებულია. გზებზე საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დატბორილია მახინჯაურის ცენტრალური ნაწილი და თამარის მეფის გამზირი. მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.