იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

უკრაინული პარტია, „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია ტიმოშენკოს ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსის 104 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 52 235, გარდაიცვალა – 2 271. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი.