დღეს ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა არ უნდა დავმშვიდდეთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში ეპოდემიოლოგიუირი სიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

თუმცა, მისი თქმით,  ამის მიუხედავად დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენს რეგიონაში და მთლიანად მსოფლიოში სიტუაცია არასახარბიელოა. „ჩვენს ქვეყანაში შეზღუდვები თითქმის მოხსნილია, საზღვარგარეთ გადაადგილებებმა იმატა, შიდა მობილობაც გაზრდილია, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ინფექციის გავრცელების მომეტებული რისკია. ამიტომ  ყველა ის ღონისძიება რასაც ვამბობთ, დასაცავია”. – ამბობს გამყრელიძე.

იგი კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ამ ღონიძიებებს:

პირველ რიგში ყველას გთხოვთ, პირბადე ყველამ ვატაროთ დახურულ შენობებში, მოსახლეობა ცოტა მოეშვა, პირბადე ასევე სასურველია შენობის გარეთ ჯგუფურად შეკრებების დროსაც.

გთხოვთ დავიცვათ მეტრი, მეტრნახევარი, უმჯობესია ორი მეტრი დისტანცია ჯგუფური თავყრილობების დროს.

აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და პირადი ჰიგიენა, რაც პრინციპში უმრავლესობა დაწესებულებებში დაცულია, თუმცა, თუ ხშირად არ შევახსენეთ მოსახლეობას, შემდეგ ეს წესები დავიწყებას მიეცემა ხოლმე. მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მარშრუტკებში პირბადეს ყველა ატარებდა. დღეს, სამუხაროდ ეს მივივიწყეთ – ამბობს გამყრელიძე.

ის ამბობს, რომ კოვიდი არსად გამქარალა, ჩვენთან ერთადაა, ცირკულირებს და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ის მცირე შემთხვევები, რაც გვაქვს, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს.