აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველ ხალხს“,- აღნიშნულია ჯეიჰუნ ბაირამოვის „ტვიტერის“ გვერდზე.
გუშინ, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა – შსს
23 აგვისტო, 2020
უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო – გახარია
23 აგვისტო, 2020