ნინოწმინდაში ადგილობრივებისა და მწყემსების დაპირისპირებისას 11 ადამიანი დააკავეს - შსს

პუბლიკა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ერთმანეთს ადგილობრივები და მწყემსები დაუპირისპირდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების ორივე მხრიდან დაკავებულია 11 ადამიანი.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით 126-ე და 225-ე (მეორე ნაწილი), რაც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 11 წლამდე.