ტუზრიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღავნელი, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ბათუმში საკარანტინო შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
მან ასევე აღნიშნა, რომ შიდატურისტული ნაკადები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურია, ამიტომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება.
„არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განვმარტოთ – არავითარი საკარანტინო შეზღუდვების დაწესება ბათუმში დაგეგმილი არ არის, რაც მნშივნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ეპიდმდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა განსაკუთრებით ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესმა, მოქალაქეებმა, დამსვენებლებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, აქედან, 22 ბათუმიდანაა, კერძოდ, საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან.