გურიაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

პუბლიკა

ოზურგეთის საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქუტიძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის 1 შემთხვევა.

„სოფელ ასკანაში დაფიქსირდა 1 შემთხვევა. 62 წლის მამაკაცია და გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მის კონტაქტებს ვიკვლევთ, “- აღნიშნა მაია ქუტიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 გამოჯანმრთელდა.