რას ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი

პუბლიკა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კოდექსს ხელი ოპოზიციურმა პარტიებმა და მმართველმა პარტიამ უკვე მოაწერეს.

რა წერია პარტიებისთვის შექმნილ ქცევის კოდექსში

კოდექსის მიხედვით პარტიები თანხმდებიან შემდეგზე:

– არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიური ან/და მუქარის შემცველ გამონათქვამებს;

– ხელს შევუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, არ მიმართავენ ძალადობას და არც მოუწოდებენ მისი გამოყენებისკენ;

– ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და
სააგიტაციო მასალის გავრცელებას, მათ შორის არ განახორციელებენ და დაგმობენ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების/კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებზე საკუთარი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მობილიზებას და დაპირისპირებას;

  • რ გამოიყენებენ და განზრახ არ გაავრცელებნ უკანონოდ მოპოვებულ ან/დაყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ, არ განახორციელებენ ცნობებისფაბრიკაციას და ფალსიფიკაციას;
  • არც უშუალოდ და არც დაქირავებული მესამე პირების მეშვეობით არ გამოიყენებენე.წ. „ბოტების“ ქსელს პოლიტიკურ ოპონენტებზე ელექტრონულ სივრცეშიპოლიტიკური ან პერსონალური თავდასხმის მიზნით;
  • არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს საარჩევნო პროცესში უპირატესობისმოსაპოვებლად.

– მედიასაშუალებებს არ მიაწვდიან ცილისმწამებლურ, დაუსაბუთებელ ცნობებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების, მათი წევრების შესახებ და საჯაროდ დავგმობთ მედიის ან მედიის ცალკეული წარმომადგენლის ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც შეიცავს მუქარას, ცილისწამებას, ან შეურაცხყოფას ამომრჩევლის ან საარჩევნო სუბიექტის მიმართ.