ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოსახლოება აქციას მართავს. ისინი სარგებლობაში არსებული ფართების დაკანონებას მოითხოვენ. მათ გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
„წინა ჯერზე გვითხრეს, რომ შემოიტანეთ საბუთები და განხილვის შემდეგ დაგიმტკიცდებათ ფართიო. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ეს აღმოჩნდა სიცრუე… დღეს ისევ მობრძანდა გამგეობის წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ პროცესი დაწყებულია, არ ვიცი, ისევ გვატყუებენ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც ადგილზე მისულმა გამგეობის წარმომადგენელმა მოსახლეობას განუცხადა, ფართების დაკანონებისთვის შესაბამისი პროცედურები დაწყებულია და მიმდინარეობს განხილვა.
„პროცედურა მიმდინარეობს შემდეგნაირად – გამგეობის კომპეტენცია არის, რომ გაუწიოს შუამდგომლობა ამ ხალხს. ეს არის სახელმწიფო ქონება, რომელსაც იყენებენ საცხოვრებელ ფართებად, ისე კი არის ყოფილი სამხდედრო ჰოსპიტალი. ესენი არიან შესულები შიგნით. სახელმწიფომ გაითვალისწინა მათი სოციალური მდგომარეობა და გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უშუამდგომლოს ზემდგომ ორგანოებში. ამის შემდეგ არის ასეთი პროცედურები, რომ უნდა გაკეთდეს აზომვითი ნახაზები, ყველა საცხორვებელ ფართში აღიწეროს ვინ ცხოვრობს, რამხელა ფართია. ამის შემდეგ, პროცედურების მიხედვით, ეკომონიკის სამინისტრომ უნდა გამოგვცეს თვითმმართველობას, რომ ამ ხალხს ეს საცხოვრებელი ფართები ბინებად დაურეგისტრირდეს… 3 ათასი გვერდი გაკეთდა შუამდგომლობა, ამას ხომ უნდა შესწავლა, მიმდინარეობს შემდგომი შესწავლა, თავისი პროცედურების დაცვით”, – განაცხადა გამგეობის წარმომადგენელმა.