საქართველოს რკინიგზის დაღუპული 2 მუშის შესახებ კომპანია დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და აღნიშანვს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული.
მათი თქმით, სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ.
„ხაზის ძაბვის ქვეშ ყოფნა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას”, – აცხადებს კომპანია.
გუშინ 17 სექტემბერს გავრცელდა „ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადება. კომპანია აღნიშნავს, რომ „მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულ სადენს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია”.
„ხაზი გაითიშა 14 საათსა და 18 წუთზე. ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა, ელექტროენერგია რომ შეწყეტილი არ ყოფილიყო, მუშაობასაც, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებდნენ. უნდა ითქვას, რომ არც მომდევნო პერიოდში აღდგენილა ძაბვის მიწოდება კომპანიის ქსელიდან. არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, ის მიმართულებაც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს სიმართლეს”, – აცხადებს „ენერგი-პრო”.
გუშინ, ქუთაისში რკინიგზაზე 2 მუშა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დაუღუპა.
გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაწიყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.