მარინა ენდელაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და ორ გარდაცვლილზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ახალინფიცირებული 218 პაციენტიდან

  • 137 გამოვლინდა აჭარაში.
  • თბილისი – 47;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • იმერეთი – 26;
  • გურია – 2.

„გარდაიცვალა ორი პაციენტი, აქედან ერთ-ერთი, 67 წლის მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურში მკურნალობდა, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჰქონდა არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია.

მეორე პაციენტი გახლავთ ქუთაისში, რომელიც 20 სექტემბერს ბათუმის რეფერალურიდან გადაიყვანეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. მასაც ჰქონდა მძიმე თანხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და, შესაბამისად, ამ პაციენტის გამოყვანაც ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში 16 კრიტიკული პაციენტია.

„ეპიდსიტუაცია არის ძალიან საყურადღებო, თუმცა – არასაგანგაშო. ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს“, – განაცხადა ენდელაძემ.