„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მელაკუდობა ჩაიდინა, სამარცხვინოდ მოიქცა და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამას. ეს აქციები გაგრძელდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველა დიდ მოედანზე გამოვა ხალხი“,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციები არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს და საარჩევნო სისტემა არ გადავა პროპორციულზე.
„მუშაობს საგანგებო შტაბი, ამ აქციების შეწყვეტა არ მოხდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს მის დაპირებას და ისევ არ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს პროტესტი და ბოლოს ჩვენ ვფიქრობთ, მრავალათასიან მიტინგზე მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღეს, თბილისში, სპორტის სასახლეში პარტია „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერების შეხვედრა გაიმართა.