ქობულეთში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, პირველ ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩამომხვრჩალი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.