საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 508 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 2 პაციენტი აჭარაში, ერთი თერჯოლაში, ერთი კი თბილისში გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 65 წლის იყო, ჰქონდა COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა.
მეორე პაციენტი – 70 წლის, დიაგნოზიად დაუსვეს COVID-19, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 9 753;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5 235;
- მათ შორის გარდაცვლილი – 62;
- კარანტინის რეჟიმში – 5 655;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 230;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.