დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ახალი შემთხვევები, ძირითადად, მაინც გახლავთ ორი დიდი ჯგუფი – სიმპტომებიანი, ანუ დადებითები – 204 და ასევე, კონტაქტები – 212. ამ ახალ შემთხვევებში დაინფიცირებულია დიალიზზე მყოფი 2 პაციენტი, სამედიცინო პერსონალი -31, თვითიზოლაცია/კარანტინში მყოფი 23, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი და სხვა რისკჯგუფების – 29, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ დაინფიცირდა დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი. ამირან გამყრელიძის თქმით, კონტაქტში მყოფ თანამშრომლებს 48 საათში ერთხელ უტარდება ტესტირება მაგრამ არავის დადასტურებია ვირუსი.
საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 348 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 259;
- თბილისი – 111;
- იმერეთი – 91;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25;
- გურია – 8;
- ქვემო ქართლი – 5;
- მცხეთა-მთიანეთი – 5;
- შიდა ქართლი – 2;
- კახეთი – 2;