საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა 472 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დღეს კორონავირუსით გარდაცვლი სამივე პაციენტი აჭარის რეგიონიდანაა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი, 62 წლის ქალია, რომელსაც COVID -19-თან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა და თირკმლის უკმარისობა ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება და გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
კიდევ ერთი გარდაცვლი, 52 წლის კაცია, რომელსაც კორონავირუსის გარდა, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტს ასევე ჰქონდა თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
მესამე გარდაცვლილი 84 წლის ქალი იყო, რომელსაც COVID -19, ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტს აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავდება და არტერიული ჰიპერტენზია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე, ამ შემთხვევაშიც, რთულად შეფასდა.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 10 225;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 5 553;
- მათ შორის გარდაცვლილი – 66;
- კარანტინის რეჟიმში – 5 574;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 338;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.