შსს-ს გორის მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ში ამობენ, რომ თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8  ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

„ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას. 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.