საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი და  208 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 11794
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6327
  • მათ შორის გარდაცვლილი – 85
  • კარანტინის რეჟიმში – 5590
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41