საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში მე-8, საერთო ჯამში კი 93-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გარდაცვლილი თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში მკურნალობდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 196 აჭარაში დაფიქსირდა, 178 კი – თბილისში.