პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება - რატიანი

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსით იმუშავებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

„ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. მოგეხენებათ, ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკის ცენტრად, შემდეგ გადავკეთდით. მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია. ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში”,- განაცხადა რატიანმა.