აჭარა - 207; თბილისი - 168; იმერეთი - 117 | ენდელაძე კორონავირუსის განაწილებაზე საუბრობს

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 207;
  • თბილისი – 168;
  • იმერეთი – 117;
  • გურია – 8;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • მცხეთა-მთიანეთი – 5;
  • კახეთი – 5;
  • ქვემო ქართლი – 7;
  • შიდა ქართლი – 25

ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან 50 პაციენტია კრიტიკულად მძიმე, მათგან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან, ერთიც ოკუპირებული ცხინვალიდანაა.

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემი StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით გარდაიცვალა კიდევ 9 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867;
მათ შორის გარდაცვლილი – 102;
კარანტინის რეჟიმში – 5590;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.