“ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტებსა და “ოცნების” მომხრეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გიგა მაქარაშვილის თქმით, პოლიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, რომლებიც აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიას ავლენენ არ აკავებს.
მისივე თქმით, პოლიციამ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს, რომლებიც “ქართული ოცნების” ოფისთან დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ ფაქტს აპროტესტებდნენ, ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გაყვანა შესთავაზა. მაქარაშვილის თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის ამ ფორმით დატოვებს და პოლიციას მოუწოდა დაიცვას აქციის მონაწილეთა გამოხატვის და შეკრების უფლება.