„TV პირველის" სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ტელეკომპანია პირველის“ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტმა სიმონ შანავამ ინფიცირების შესახებ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. „პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვირუსი არხის კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე „პუბლიკას“ ეუბნება, სიმონ შანავა სამსახურში რამდენიმე დღე არ დადიოდა, ამიტომ „ნაკლებად რისკიანი შემთხვევაა“. აბურჯანიძის თქმით, მისი კონტაქტები მოძიებულია და თვითიზოლაციაში არიან გადასული.

ნანა აბურჯანიძე ორი თანამშრომლის ინფიცირების ფაქტსაც ადასტურებს. მისი თქმით, ისინი სიმონ შანავას კონტაქტები არ არიან, სამსახურში კი ბოლოს 4 დღის წინ იყვნენ. აბურჯანიძის ინფორმაციით, მათი კონტაქტებიც გამოვლენილია და თვითიზოლაციაშია გადასული.