COVID-19 | ბათუმის მოხუცთა სახლის კიდევ 22 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19 ბათუმის „სათნოების სავანის“ კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა.

მათივე ინფორმაციით, მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია.

ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აჭარის ჯანდაცვის ცნობით, დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.