14 ოქტომბერი| საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. გარდაიცვალა 7 პაციენტი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 13521;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 7159;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 109;
  • კარანტინის რეჟიმში – 5590;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.